რას ? სად ? როდის ? ((-3-))

ანდრეი მიხაილ-კონჩალოსვკის ფილმში ,,ძია ვანია" რომელიც 1970 წელს
გამოვიდა გვხვდებოდა როგორც შავ-თეთრი ასევე ფერადი კადრები.
კრიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა მასში დაინახა მხატვრული გადაწყვეტა.
მაგრამ საქმე სულ სხვა რამეში იყო.
კითხვა - მაშ რაში იყო საქმე?
პასუხი : ბიუჯეტი ქონდათ მცირე და ფერადის ფული არ ყოფნიდათ

::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

,,ეს" წარმოიშვა ერთ-ერთი რელიგიის წინამძღოლის სახელიდან. ამ რელიგიის მიმდევარმა ხალხმა, ერმა 8 საუკუნეში დაიპყრო ერთ-ერთი ქვეყანა და ამ ქვეყანაში ლოცვის დროს წარმოსთქვამდნენ მის სახელს. შემდეგ ამ სახელმა განიცადა ტრანსფორმაცია და უკვე მას ცეკვის დროს და ამ ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოში გამოიყენებდნენ. შემდეგ მან კიდევ განიცადა ტრანსფორმაცია და ახლა უკვე სხვა ფორმა მიიღო და მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის გავრცელებული.
კითხვა - დაასახელეთ რაზეა საუბარი.
პასუხი : ოლეეეეეე (წარმოიშვა "ალლაჰისგან" როდესაც ესპანეთი ეპყრათ მუსლიმებს)

::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

1998 წელს ფილიპინებში ჩატარდა ამისადმი მიძღვნილი კვირეული.
მიზანი იყო ის, რომ ფილიპინელები ამისათვის მიეჩვიათ და ამის
კულტურა ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ მეტად გაუთვალისწინებელი
რამ მოხდა - ამისადმი მიძღვნილ გახსნის ცერემოიალზე
პრეზიდენტმა მისვლა დააგვიანა.
კითხვა - რას ეძღვნებოდა ეს კვირეული?
პასუხი : პუნქტუალურობას

::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ცნობილი ფოტო, რომელზეც ძია ალბერტაა გამოსახული და ენა აქვს გადმოგდებული
1951 წელს იქნა გადაღებული მისივე დაბადების დღეზე. ალბერტამ ეს ფოტო აჩუქა
ერთ-ერთ სამეცნიერო-პოპულარული გადაცემის წამყვანს, ხოლო უკანა მხარს პატარა წარწერა გაუკეთა.
კითხვა - რა შინაარსის იყო ეს წარწერა?
პასუხი : ეს მთელს კაცობრიობას ეძღვნებაო.

::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ამ რუსი მხატვრის ძალიან ცნობილ ნახატზე ქართველი ქალბატონია გამოსახული.
და იგი იმდენად შთამბეჭდავია, რომ პოპულარორბით არ ჩამოუვარდება დავინჩის
,,ჯოკონდას" ნახატი შესრულებულია ათასვრაასოთხმოციან წლებში.
ნახატი შექმნილია ამ ქალბატონის გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ.
ამ ქალბატონს მეტად სევდიანი ისტორია ჰქონდა და უნდა ვიფიროთ, რომ სწორედ
ამან აუფორიაქა სული მხატვარს და მისი უკვდავყოფა გადაწყვიტა.
კითხვა - ან ნახატი, ან მხატვარი, ან ქალი, ან სურათი დადეთ.
პასუხი : Незнакомка

  ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

1942 წელს სტალინმა მასთან მიიწვია ამერიკის ელჩი და ერთად უყურეს ფილმს
,,ვოლგა, ვოლგა". ელჩს ეს ფილმი მოეწონა, ხოდა სტალიმა მისი მეშვეობით
ფილმი რუზველტს გაუგზავნა.რუსველტმა უყურა ფილმს და მოეწონა
თუ არა არ ვიცით, მაგრამ გაკვირვებული კი დარჩა თუ რატომ მაინცდამაინც
ეს ფილმი გაუგზავნა სტალინმა. მაგრამ, მან საბოლოოდ მაინც დაასკვნა თუ რატომ
ეს ფილმი.
კითხვა - საიდან?
პასუხი : Америка России подарила пароход: / С носа пар, колёса сзади, / И ужасно, и ужасно, / И ужасно тихий ход», он воскликнул: «Вот теперь понятно! Сталин упрекает нас за тихий ход, за то, что мы до сих пор не открыли второй фронт».
სიმღერაა მაგ ფილმში პარახოდზე და მინიშნება იყო, სასწრაფოდ გახსენით მეორე ფრონტიო

 ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ეს სამჭოთა საბავშვო ჟურნალი ერთადერთი იყო იმ პერიოდში, რომელსაც ცენზურა არ ეხებოდა.
კერძოდ ამ ჟურნალის ფურცლებზე არასოდესა არ ქვეყნდებოდა სხვა გამოცემებისათვის აუცილებელი
ინფორმაციები, მაგ: საბჭოთა კავშირის მეთაურის შეცვლის შესახებ. როდესაც გარდაიცვალა ბრეჟნევი
და გამოვიდა დირექტივა რომ მისი სურათი შავარშია შემოვლებული ანუ შავ ჩარჩოში ჩასმული
უნდა განთავსებულიყო ყველა პერიოდული გამოცემის გარეკანზე, მათ შორის ამ ჟურნალისაც.
მაგრამ ამ ჟურნალის რედაქციამ დაარწმუნა ზემოთ რომ ასეთი ანუ შავ ჩარჩოში ჩასმული
ბრეჟნების სურათის განთავსება მათი ჟურნალის გარეკანზე იქნებოდა არამიზანშეწონილი.
კითხვა - ლოგიკურა მიხვდით რა ერქვა ჟურნალს.
პასუხი : მხიარულლი ნახატები

 ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

პოლონელი სპორტცმენი ქალბატონი, რომელმაც ათასცხრაასოცდაათიან
წლებში დაამყარა ოლიმპიური რეკორდი 100 მეტრზე სირბილში დაახლოებით
50 წლის შემდეგ ეს რეკორდი ეჭვის ქვეშ დადგა.
კითხვა - რატომ?
პასუხი : 1980 წელს დაიბრიდა და რომ გაკვეთეს კაცი აღმოჩნდა.
ქალის ფუნქციებით.

  :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

2005 წელს ცატარებული გამოკითხვის მიხედვით ბრიტანეთში ეს გამოგონება
დასახელდა ყველაზე დიდ გამოგენებად ტექნიკურ სფეროში 1880 წლიდან.
ამან არამარტო უკან ჩამოიტოვა შიდა წვის ძრავი და ინტერნეტი, არამედ ერთად
აღებული ამ ორზე მეტი ხმა დააგროვა.
კითხვა - გამოგონება დაასახელეთ?
პასუხი : ველოსიპედი

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

,,ჩვენ არ ვართ უტოპისტები, ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი შავი მუშა და დიასახლისი ამწუთას
მზად არ არის ჩადგეს სახელმწიფო მმართველობაში, ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მართვის
საფუძვლების სწავლა დაიწყოს მუშათა მოაზროვნე ნაწილში და სამხედროებში და ეს იქნას დაწყებული
სასწრაფოდ" - ეს არის ფრაზა, რომელიც ითქვა ამ პიროვნების მიერ სინამდვილეში, ხოლო მას მიაწერენ
თითქოს იგი სხვაგვარად სთქვა.
კითხვა - დაასახელეთ როგორ არის ეს ფრაზა ცნობილი?
პასუხი : ყველა დიასახლისს უნდა შეეძლოს სახელმწიფო მართვაო.

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა გაფიცვის ახალი ფორმა -
პროტესტის ასეთი ფორმა იწვევს წარმოების დაქვეითებას,
შეფერხებას, ამავე დროს გაფიცვის ორგანიზატორების პასუხისმგებლობას არ იწვევს.
კითხვა - როგორი ფორმაა ეს?
პასუხი : აკეთებენ ზუსტად იმას და ზუსტად იმდენს რაც ევალებათ?

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ახლა წავიკითხე და გავვოცდი თურმე ნუ იტყვით და გერმანიის
სასამართლოს სისტემაში ,,ეს" ითვლება აღიარებულ და საიმედო დამატკიცებელ საბუთად.
კითხვა - რამ გამაოცა მე?
პასუხი : ვიკიპედია

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ნებისმიერ საფოსტო მარკაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული
გამომშვები ქვეყნის სახელწოდება ლათინური ალფავიტით.
მაგრამ თუ არ არის მითითებული, ე.ი. ეს დიდი ბრიტანეთის მარკაა.
იგი რაღაც მიზეზით განთავისუფლებულია ამგვარი ვალდებულებისაგან.
კითხვა - რატომ?
პასუხი : პირველად აქ გამოიყენეს

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ათასცხრაასორმოცდაათინ წლებში ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟული უნივერსიტეტის
სტუდენტები გატაცებულნი იყვნენ მეტად უცნაური გასართობით, კერძოდ: ისინი
ერთმანეთს ერთი საკონდიტრო ფირმის დასადგმელი ჭურჭლის სროლით ირთობდნენ თავს.
ეს საკონდიტრო ფირმა იმდენად პოპულარული გახდა ასმის წყალობით, რომ სხვა კომპანიამ
გადაწყვიტა ეს მის სასარგებლოდ გამოეყენებინდა და შექმნა საქონელი, შეუცვალა ოდნავ
სახელი რათა თავი აერიდებინა საავტორო უფლებების დარღვევისთვის.
კითხვა - დაასახელეთ ეს გასართობი და ზოგან სპორტსი სახეობაც კი.
პასუხი : ფრიზბი. ; უნივერსიტეტი იელი, ფირმა Frisbie Pie Company, დამპატენტებელი ფირმა Wham, თამაში Frisbee

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

მოკლედ 200$ წელს მაკდონადსს აიძულეს შეეცვალა მისი ერთ-ერთი
პროდუქციის შესაფუთის, ჩასადების ფორმა. ამ ყველაფრის წამოწყები
და მოძალადე კი გახლათ(ნენ) ზღარბების დამცველი ორგანიზაციები.
კითხვა - რატომ ?
პასუხი : იმიტომ რომ ზღარბებს თავები აღარ გაჭედვოდათ ცარიელ ყუთებში, ანუ მათ თავსახურებში. ვიზუალურად ასე გამოიყურება.

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ეს ამერიკული ჟურნალი მეთვრამეტე საუკუნეში გამოვიდა და ძალიან
დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თან სარგებლობდა როგორც წასაკითხვად,
ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა სხვა რამისთვისაც
(ანუ სახლის ერთ კონკრეტულ ადგილზე), ხოლო ეს ანუ სახლის ერთ
კონკრეტულ ადგილზე პოპულარობა მას ერთმა მეტად მახვილგონივრულმა დეტალმა მოუტანა.
კითხვა - რა დეტალი იყო ეს?
პასუხი : პატარა ნახვრეტი ჰქონდა და ლურსმანზე ადვილად ეკიდებოდა

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

2007 წელს ქალაქ გლაზგოს საბჭომ მას გამოჩენილი ქალაქელის ტიტული მიანიჭა.
კითხვა - ვის?
პასუხი : სკრუჯ მაგდაკი

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ათასრვაასოთხმოციან წლებში შოტლანდიის ერთ-ერთ ქალაქში იქნა აშენებული სასტუმრო.
ამ სასტუმროს ფანჯრები გამოდიოდა ორ სხვადასხვა ქუჩაზე, რომლებიც ამ სასტუმროს
შესასვლელში ერთდებოდა. შესასვლელი პირდაპირ გადაკვეთაზე იყო და ვერ მოიფიქრეს,
რომელი ქუჩის სახელით მიეცათ მისამართისთვის. მაშინ ქალაქის ხელმძღვანელობამ მიაგნო
გადაწყვეტილებას.
კითხვა - რა გადაწყდა და ეს გადაწყვეტილება რით არის საინტერესო?
პასუხი : ქუჩების გადაკვეთას დაარქვეს დამოუკიდებელი სახელი, Ebenezer Place ამ ქუჩის სიგრძე 2 მეტრზე ცოტათი მეტია.

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ავსტრალიაში, იმისათვის რომ ის კოალები, რომლებიც ავტომობილების
საბურავების ქვეშ ამთავრებენ სიცოცხლეს აერიდებინათ
ასეთი ცუდი სიკვდილისგან მეტად ორიგინალური გამოსავალი იპოვეს.
კითხვა - რაში მდგომარეობს ეს გამოსავალი?
პასუხი : ხელოვნური ლიანებით გადაღმა ხეები შეაერთეს

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

კორეაში ადამიანის ზრდა ხდება არა მისი დაბადების დღის მიხედვით,
არამედ სულ სხვა თარიღით. როდესაც იბადება პატარა მისი ასაკი უკვე
ერთი წელია, ხოლო მომდევნო ამ თარიღში იგი უკვე ორის წლისაა.
მასწავლებლებს და აღმზრდელებს მოეწევთ გათვალისწინება, რომელი
ასაკი უთხრეს მათ - კორეული თუ დასავლური.
კითხვა გასაგებია მგონი.
პასუხი : ახალი წლიდან  ანგარიშობენ

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ამ ლუდის გაყიდვები დიდ ბრიტანეთში 2003 წელს დაიწყო, ამასთან ის
კვალიფიცირდებოდა, როგორც პრემილური და 6-7 $ ღირდა, 15 % ძვირი,
ვიდრე გინესი. უყურე შენ.
კითხვა - რა ლუდზეა საუბარი?
პასუხი : ბალტიკა

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ტატარსტანის მთელს ტერიტორიაზე მოწმედებს მოსკოვის დრო,
ხოლო მის მეზობელ ბაშკირეთში კი 2 საათია სხვაობა.
მათ შორის ჩაედინება მდინარე და მასზე არის ხიდი.
კითხვა - რას ეძახიან ამ ხიდს?
პასუხი : ყველაზე გრძელი

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

შუა საუკუნეების ევროპის ბიბლიოთეკებში წიგნის ქურდობა,
რომ აერიდებინათ თავიდან მეტად საინტერესო მეთოდი ჰქონდათ.
ამ მეთოდმა მეთვრამეტე საუკუნემდე მოაღწია, და განპირობებული
იყო იმით, რომ ადრე ყველა წიგნი იშვიათი ეგზემპლარი იყო და ძალიან ფასობდა.
კითხვა - რა მეთოდზეა საუბარი?
პასუხი : დაბმული ჰქოდათ წიგნები

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

1976 წელს მდიდარმა მამამ თავის შვილს მეტად საინტერესო საჩუქარი გაუკეთა.
თან ეს საჩუქარი გაუკეთა თვითონ შვილის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ.
ამ საჩუქრის შესახებ თქვენ ერთხელ მაინც გექნებათ გაგონილი.
კითხვა - რა საჩუქარზეა საუბარი?
პასუხი : უყიდა პიერ რიშარი

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

18&& წელს ერთმა ამერიკელმა მწერალმა დაწერა დაგამოაქვეყნა წიგნი
მეტად ორიგინალური ენით და პუნქტუაციის ნიშნების საერთოდ არ ქონით.
მეორე გამომცემლობაში. გაკვირვებული და აღშფოთებული მკითხველის
რეაქცია გაითვალისწინა მან მეორე გამომცემლობაში და ეს გამოასწორა.
კითხვა - როგორ?
პასუხი : ერთ ფურცელზე ჩამოწერა ყველა და გემოვნების მიხევდით გაანაწილეთო

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

200& წელს, როდესაც ამერიკამ დაიწყო ოპერაცია ერაყში, ერაყის ელჩმა
რუსეთში მოიწვია პრესკონფერენცია და განაცხადა: ,,ამ წუთისათვის მე
მივიღე ინფორმაცია როიტერიდან, რომ ამერიკიელებმა შეცდომით დაარტყეს
ბრიტანელ სამხედროებს ატომური ბომბი. დაიღუპა შვიდი ადამიანი."
საზოგადოება შოკირებულია.
კითხვა - რით განმუხტა ეს სიტუაცია ელჩმა?
პასუხი : პირველი აპირილი  იყო

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ნიუ-იორკის ერთ-ერთ მუზეუმში 1961 წელს დაიკიდა ანრი მატისის ,,ნავი".
40 წლის შემდეგ ვიღაცამ აღმოაჩინა, რომ . . .
კითხვა - რა აღმოაჩინეს?
პასუხი :  სურათი უკუღმა ეკიდა

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

პირველი ეს ორთქლის მანქანზე მუშაობდა და მეცხრამეტე საუკუნის
მეორე ნახევარში მოიგონეს. განკუთვნილი იყო დაავადებისთვის,
რომელსაც ,,საშვილოსნოს ცოფი" ერქვა.
კითხვა - რაზეა საუბარი?
პასუხი : ვიბრატორი

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

არსებობს სულიერი ბედნიერების ორი სახეობა: სულის სიმშვიდე
((= = = = = = = = = = = = = = = )) და ყოველთვის მხიარული გული.
პირველი შედეგია ,,= = = = = = = = = = = = ", ხოლო მეორე - ბუნების საჩუქარი.
თუ გამოიცნობთ ფრჩხილებში რა უნდა ეწეროს ((ორი სიტყვაა)) მაშინ ადვილად
მიხვდებით რა სიტვაა საერთოდ გამოსაცნობი. მაგრამ ფრჩხილებში არსებული
უფრო მთავარია და თან არამგონია ყველას ჰქონდეს. მაშ გამოიცანით
პასუხი : უდანაშაულობის შეგრძნება და სუფთა სინდისი

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

გიორგი დანელიამ და რეზო გაბრიაძემ ეს ადამიანი 1960 წლების ბოლოს გაიცნეს,
როდესაც ისინი ცხოვრობდნენ სასტუმრო თბილისში და ერთად წერდნენ სცენარს
ფილმისთვის ,,არ დაიდარდო". რამედენიმე დღე გადაბმულად მას უკითხავდნენ
სცენარის სხვადასხვა ვერსიებს, რადგან გაეგოთ ,,უბრალო მაყურებლის აზრი".
კითხვა მანამ გრძელდებოდა სანამ ამ პიროვნებამ არ სთხოვა, რომ იგი გაეშვათ.
აღმოჩნდა, რომ იგი ჩამოსული იყო ზუგდიდან და უნდა წაეღო რაღაც სამშენებლო
მასალები. მაგრამ ამის მაგიერ მოუწია სცენარების მოსმენა.
კითხვა - რით გადაუხადა დანელიამ ეს პატივიცემა ამ პიროვნებას.
პასუხი : ტიტრებში  არის მოხსენიებული, ტიტრებში კი არის მოხსენიებული, მაგრამ როგორც მსხიობი. და არა მარტო ამ ფიმლის, დანელიას თითქმის ყველა ფილმშია - რენე ხობუა.

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

ეს ფეხბურთელი არის იმის წინაპირობა რომ მოწინააღმდეგე გუნდმა მისით ვერ მოიგო.
მაშ რა გააკეთა ამ ერთმა ფეხბურთელმა. 1995-96 ლები იყო. ევროპაა, თუ ეს რამეში დაგეხმარებათ.
პასუხი : ავტოგოლი გაიტანა, თან სამი = ხოლო მისმა გუნდმა 2-3 წააგო. ანუ იმ გუნდს არაფერი არ უქნია ისე მოიგო.

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><> 

ეს ცნობილი სიმღერა დღემდე საავტორო უფლების დაცვის ქვეშაა. კომერციული მიზნებისთვის
მისი მოხმარება არ შეიძლება. მაგ: ფილმში თუ გაიჟღერა მაშინ გარკვეული თანხაა გადასახდელი.
მაგრამ ოჯახურ და სამეგობრო წრეში მისი შესრულება თავისუფლად შეიძლება. დღეს ეს სიმღერა
დღეში 2 მლნ. დოლარამდე გამოიმუშავებს.
გთხოვთ იმღეროთ ეს სიმღერა.
პასუხი : happy birthday to you

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ერთ-ერთმა ბრიტანელმა მსახიბმა, რომელმაც ვერ მოიპოვა წარმატება
ჰოლივუდში გადაწყვიტა სიცოცხლე თვითმკვლელობით
დაესრულებინა და მან ამისთვის გამიყენა . .
კითხვა - რა გამოიყენა?
პასუხი :  hollywood -ის წარწერაზე ავიდა და იქიდან გადმოხტა

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

1915 წლის ერთ დღეს გაგანია პირველი მსოფლიო ომი დროს, გერმანელების ბანაკის თავზე
გადაიფრინა ფრანგულმა თვითმფრინავმა და ჩამოადგო უზარმაზარი ბომბი.
სამხედროები აქეთ-იქით გაიქცნენ, მაგრამ აფეთქება არ ყოფილა.
კითხვა - რატომ?
პასუხი :  1 აპრილი იყო და გაეკაიფნენ

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

მეცხრამეტე საუკუნის პურიტანულ ინგლისში კონცერტების დროს,
როდესაც დაკვრა როიალზე მიმდინარეობდა სპეციალურად
აკრავდნენ გადასაფარებლებს ე.წ ,,ჩეხოლებს"
კითხვა - რა იყო ამის მიზეზი?
პასუხი : ქალის შიშველი ფეხები ეროტიულ ფიქრებს აღუძრავდათ

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

 სამამულო ომის დროს 1812 წელს იყო ხშირი შემთხვევები როდესაც რუსი ოფიცრები
ერთმანეთს ჭრიდნენ და კლავდნენ კიდევაც. ეს განსაკუთრებით ხდებოდა ღამე და
ამის მიზეზი რუს სამხედროებში გავრცელებული ჩვევა იყო.
კითხვა - გაიხსენეთ ის დრო და უპასუხეთ რა ჩვევაზეა საუბარი?
პასუხი :ფრანგულად საუბრობდნენ ვაჟბატონები

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

როდესაც ინგლისელი ფიზიკოსი 1933 წელს დააჯილდოვეს ნობელის პრემიით,
მას სურვილი ჰქონდა უარი ეთქვა ჯილდოზე, ვინაიდან ვერ იტანდა რეკლამას.
მაგრამ იგი მაინც დაარწმუნეს, რომ ჯილდო მიეღო.
კითხვა - რა იყო მთავარი არგუმენტი?
პასუხი : უარის თქმას პრემიაზე უფრო მეტი აჟიოტაჟი მოყვებაო

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

როდესაც რომაელებმა მიიღეს ქრისტიანობა მათ მასობრივად დაიწყეს ქრისტიანობამდელი
ძეგლების განადგურება. ერთადერთი მხოლოდ მათ ,,= = = = = = = = = = = = = " იმპერატორის
ძეგლი დატოვეს, რადგანაც ისინი თვლიდნენ, რომ ის იყო პირველი ქრისტიანი იმპერატორი.
კითხვა - დაასახელეთ ეს იმპერატორი?
პასუხი : მარკუს ავრელიუსი

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

როდესაც ჩრდილოეთ ამერიკის პირველაღმომჩენი ექსპედიციის წევრებმა ჰკითხეს
ადგილობრივ ინდიელებს გზა დასახლებული პუნქტისაკენ მათ უპასუხეს: ,, = = = = = = "
კითხვა - დაასახელთ რა უპასუხეს ინდიელებმა.
პასუხი : კანადა

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ერთი ქვეყნის დროშაა გამოსაცნობი. იგი სამი ფერისაგან შესდგება. ამ ქვეყნის დროშა
ერთადერთია მსოფლიოში რონელსაც ორი სრულფასოვანი ვარიანტი აქვს.
კითხვა მდგომარეობს შემდეგში = უნდა გამოიცნოთ არა ქვეყანა, არამედ ის
თუ ერთი დროშა როგორაა ორი ვარიანტის და ისიც სრულფასოვანი.
პასუხი : დროშის ფერები ორივე ვარიანტზე ერთი და იგივეა, მაგრამ ამ დროშას, რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენის დროს უკუღმა კიდებენ: მაგალითად ეროვნული გლოვის, ან ომისას. ქვეყანა ფილიპინები http://ru.wikipedia.org/wiki/Флаг_Филиппин

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ძველი ფოტოკამერების ჩამკეტის სიჩქარე იყო ძალიან დაბალი, ამიტომაც იმ ფოტოებზე
სადაც მოძრავი ავტომობილი იყო გამოსახული მათი ბორბლები სხვანაირი ფორმის იყო.
მაგრამ ეს არ ითვლებოდა დეფექტად, პირიქით ისინი თვლიდნენ, რომ ასეთი ფორმა
უფრო უსვამს ხაზს სიჩქარეს. მოგვიანებით ეს ეფექტი გამოყენებული იქნა სხვა
პროფესიის ადამიანების მიერ.
კითხვა - დაასახელეთ პროდუქტი სადაც ეს ეფექტი დღემდე გამოიყენება.
პასუხი : კომიქსი

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

,,ბრილიანტის ხელი" - ამ ალბათ ყველასათვის საყვარელმა ფილმმა გაიარა უმკაცრესი
ცენზურა სანამ მას თქვენ ნახავდით. ცენზურა ეხებოდა გარკვეულ კადრებს და კომისია
მათ ამოჭრას ითხოვდა ფილმიდან, მაგალითად ორი მეძავის სცენა, დადებითი გმირის
სიმთვრალე და ა.შ. გაიდაი წავიდა ავანტურაზე და ფილმს ბოლოს ,,რაღაც კადრი" მიამაგრა
და კომისია განუცხადა, რომ იგი ამოჭრიდა ყველაფერს, გარდა ამ ბოლო, საფინალო კადრისა.
კომისიამ პი პირიქით უპასუხა: მხოლოდ ეს სცენა ამოჭერი და დანარჩენი თუ გინდა დატოვეო,
რასაც ესწრაფოდა კიდევაც გაიდაი.
კითხვა - რა ისეთი სცენა იქნებოდა, რომ კომიისითვის ეს სცენა ყოვლად მიუღებელი იყო?
პასუხი :  ატომური ბომბის აფეთქების სცენა მიამაგრეს ფილმს

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

კრილოვის იგავში ,,რწყილი და ჭიანჭველა" არის ასეთი ფრაზა: ,,დაჭრიჭონობდა დახტოდა
ჭრიჭინობელა პატარა, და უშრომ უზრუნველობით, მთელი ზაფხული ატარა" ეს ქართულად
და რუსულად დედანში ჭრიჭინამ მთელი საფხული სიმღერაში გაატარა. მაგრამ აქ არის ერთი
პარატა ნიუანსი - საქმე იმაშია, რომ ჭრიჭინა ხმას არ გამოსცემს.
კითხვა - მაშ რაშია საქმე?
პასუხი : Дело в том, что в разговорном языке XVIII — начала XIX века слово стрекоза служило обобщенным названием для разных насекомых: так звали и кузнечика и стрекозу

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

2009 წელს ლონდონში გაიხსნა ბარი, სადაც სპირტიან სასმელებს არატრადიციული
გზოთ მიირთმევენ. 5 ფუნტად თქვენ მოგცემენ დამცავ სამოსს და გ\ისე გიშვებენ ბარში.
კითხვა - რა გზით ღებუ;ობენ ალკოჰოლს?
პასუხი : ჰაერიდან სუნთქავენ ალკოჰოლს მგონი

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ამ სურათის შემხედვარეს ბევრს ჰგონია, რომ ,,ის" არის ამდენი,
მაგრამ სინამდვილეში ეს ასეა არა და არის იმდენი რამდენიც
ჩვეულებრივ ყველას აქვს. კითხვა - რაზეა საეუბარი?

პასუხი : თითები

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ძველ რომში მათ გარდაცვლილის სულებს ეძახდნენ, რომლებმაც იმ ქვეყნად ადგილი
ვერ ნახეს და დაბრუნდნენ დედამიწაზე ცოცხლების სამყაროში, ღამღამობით და
აშინებდნენ ხალხს. როდესაც მეთექვსმეტე საუკუნეში ევროპელები ამ კუნძულზე
მოხვდნენ მათ იხილეს პატარა ცხოველუკები დიდი, მანათობელი თავლებით ღამეში
გაახსენდათ რომაელები და ამ ცხოველუკებს ეს სახელი უწოდეს.
კითხვა - დაასახელთ ეს ცხოველი.
პსაუხი : ლემურა

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ბუზი ცეცე თავს ესხმის ყველა თბილ ობიექტს, თვით ავტომობილსაც კი.
გამონაკლისი არის მხოლოდ ერთი ცხოველი. ვინც მე მიცნობს ამ ცხოველის
გამოცნობა არ გაუჭირდება. დაასაახელთ ეს ცხოველი.
პასუხი : ზებრა

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ეს ათასრვაასოთხმოციან წლებში გამოჩნდა ინგლისის მაღალი საზოგადოების გასართობად.
მე დაგისახელებთ სამ კომპონენტს, რომელიც მაშინ გამოიყენებოდა და თქვენ უნდა თქვათ
მათი თანამედროვე მნიშვნელობა. წიგნები, შამპანიურის ,,პრობკა" და პორტსიგარები.
კითხვა - რაზეა საუბარი
პასუხი : წიგნები-ბადე, პრობკა - იასნია ბურთი, პორტსიგარი - ჩოგანი

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

აზრი იმის შეახებ, რომ ძველი რომაელი მაყურებლები მებრძოლის სიცოცხლე-სიკვდილის
საკითხვს მაღლა აწეული ან დაბლა დაშვებული ცერა თითით წყვეტდნენ მცდარია.
ეს აზრი ერთი ფილმის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა, სადაც ტექსტი არასწორად იყო თარგმნილი.
კითხვა - დაასახელთ რა შემთხვევაში კვედებოდა მებრძოლი და რა შემთხვევაში არა.
პასუხი : მხოლოდ მუშტი ნიშნავდა რომ ხმალი იყო ქარქაშში და სიცოცოხლე უნარჩუნდებოდა,
ხოლო თითი ნებისმიერი კომბინაციით ამოღებულ ხმას ნიშნავდა და სიკვდილი იყო.

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ამან სახელწოდება მიიღო ერთ-ერთი იმპერატორის საპატივცემულოდ.
მას ქალაქის გადაწვას აბრალებდნენ. თვით ამის სიმბოლოშიც კი ამ ქალაქის
სიმბოლოს დაწვას ასახავს.
კითხვა - რაზეა საუბარი?
პასუხი : ნერო ბორნინგ

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა, შემდგომში ამავე ქვეყნის მეფემ განიცადა
დაახლობით 50-მდე თავდასხმა. ერთ-ერთი თავდასხმის დროს, როდესაც იგი
ავტომობილში ჯდებოდა მან მოიმოიქმედა ისეთი რამ, რითაც შევიდა ისტორიაში
და ამავე დროს იგი არის ერთადერთი რომელმაც ასეთ ხერხს მიმართა.
კითხვა - რა მოიმოქმედა მან?
პასუხი : გააქცია თავდამსხმელები

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ორგზის ოლიმპური ჩემპიონი. ოთხგზის მსოფლიო თასის მფლობელი.
ეს ტიტულები იმ სპორტცმენისა, რომელსაც მეტსახელი ერთ-ერთი ფილმის
მთავარი როლის შემსრულებლის სახელს ჰგავს.
კითხვა - დაასახელეთ ეს მეტსახელი.
პასუხი : ხერმინატორი

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ა.შ.შ-ში, ევროპაში და ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყანაში ითვლება,
რომ ამის თვლადი რაოდენობა არის ბედნიერების მომტანი. რუსეთში
თვლადი რაოდენობა სულ სხვა რამისთვის გამოიყენება. მაგრამ თუ
ისინი ძალიან ბევრია, მაშინ მათ რაოდენობს აღარ აქვს მნიშვნელობა.
კითხვა - რაზეა საუბარი?
პასუხი : ყვავილები

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

14&& წელს ერთ-ერთი ორდენის წევრებმა, ანუ ორდენმა წარმატებით დაიცვა
ერთ-ერთი ციხესიამგრე პოლონელებისაგან. მაგრამ მალე ორდენს გაუჭირდა,
მათ აღარ გააჩნდათ რესურსი, რათა დაქირავებული მეომრებისთვის ხელფასი
გადაეხადათ. გამოსავალი მარტივი ინახა - მათ ეს ციხესიმაგრე გადასცეს
ამ დაქირავებულ მეომრებს.
კითხვა - რა მოიმოქმედეს დაქირავებულმა მეომრებმა?
პასუხი : მიყიდეს პოლონელებს

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

200& წელს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალში დაიწყო ფართომასშტაბიანი
სარეკლამო კამპანია, რომელიც იუწყებოდა დიდი სუპერმარკეტის გახსნაზე,
სადაც წარმოუდგენლად დიდი ფასები იქნებოდა. ამ სუპერმარკეტის გახსნაზე
3000 - მეტი ადამიანი მოვიდა. საზეიმო ცერემონიის შემდეგ, როდესაც კარები
გააღეს და ეს ამდენი ხალხი შეგნით შევიდა მათ დახვდათ დიდი პლაკატი.
კითხვა - თქვენი აზრით ვინ მოაწყო ეს ყველაფერი?
პასუხი : პრაღის ოცნება ასე ერქვა სუპერმარკეტს  და მოაწყო რეჟისორმა – მასოვკას იღებდა

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ძვერ რომში მიღებული იყო სახელების დარქმევა მხოლოდ პირველ ოთხ ბავშვზე,
დარანჩენებს კი არქმევდნენ = = = = = = = . დროთა განმავლობაში ამ სახელებმა
მიიღეს ჩვეულებრივი სახელსი ფორმ,ა და თუ ადამიანს ერქვა = = = = = =======
სულაც არ ნიშნავდა რომ იგი იყო = = = = = = .
კითხვა - რას არქმევდნენ ბავშვებს?
პასუხი : მეხუთეს "" მეხუთეს" არქმევდნენ და მეექვსეს "მეექვსეს"

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

მისი სიმაღლე 187 სანტიმეტრია, ცოლის 180. მას ხშირად N 1 ტერორისტთან ურევენ.
ერთ-ერთმა ქვეყანამ მის საპატივცემულოდ ყველაზე მაღალ მთას მისი სახელი უწოდა.
ამასთანავე იგი ცაციაა.
კითხვა -ვინაა იგი ?
პასუხი : barakobama

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ეს ძველი დროიდან გამოიყენებოდა როგორც ჰერალდიკური სიმბოლო სხვადასხვა გილდიების მიერ.
ხოლო მეორე სიმბოლო კი განასახიერებდა მოსავლიანობას, ბარაქას. იგი მრავალი ქალაქის ღერბზე იყო
გამოსახული. პირველთან ერთად ხშირად სხვადასხვა სიმბოლოებსაც შეხვდებით, მათ შორის ორი ერდაიგივე.
კითხვა - მე პირადად არცერთი არ მიყვარს, მაგრამ მიყვარს ის რაზეც ეს ორი სიმბოლოა გამოსახული.
დაასასხელეთ.
პასუხი : არაყი

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

დედამისი მას საახალწლო საჩუქარს ეძახდა. ,,წყდება თუ არა გულის მას" - სამოცდაათიან წლებში
ერთ-ერთი ქვეყნის პრესა ასეთი სათაურებით აჭრელდა, ეს ,,ამის" წარმატების შემდეგ მოხდა.
ამის გადაღებას მას სთავაზობდნენ. თუმცა მან უარი განაცხადა. ხოლო რამოდენიმე წლის შემდეგ
არანაკლებ ცნობილი ფილმი გადაიღო. მაგრამ პირადად მე მისი სხვა ფილმი უფრო მიყვარს,
რომელიც ასევე საკულტოა. და მან შეიძლება ითქვას ეს ჟანრი ხელახლაა ააღორძინა.
კითხვა - დაასახელეთ რეჟისორი.
პასუხი : ნათლიმამას გადაღებაზე თქვა უარი და გადაიღო ერთხელ ამერიკაში მსგავს მოტივებზე –  სერჟო ლეონე

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

,,ეს" პირადად მე ერთ იგავს დავუკავშირე, არადა საერთო არაფერი აქვს ამ იგავთან.
მისი შექმნის დროს დიდი ალბათობით ეს იგავი არც გაახსენდებოდათ, შეიძლება
არც სცოდნოდათ. მისი შექმნის დროს სულ სხვა მიზანი და სხვა იდეა ჩადეს ამაში.
ანუ ადამიანი, რომ დაინახავს მასში სხვა რამ უნდა ,,წაიკითხოს" . ჩვენს მას ძალზედ
ხშირად ვხვდებით. კითხვა - რაზე მაქვს საუბარი?
პასუხი : მერსედესის ლოგო  –  კრილოვის "Лебедь, Щука и Рак"

<><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><><>

ტოპ-კლასის დიდ საოკეანო ლაინერებზე არის გოლფის სათამაშო ადგილიც გამოყოფილი.
მაგრამ პრობლემას ქმნის ის, რომ ბურთები ხშირად ცვივა წყალში. ერთმა გერმანულმა
ფირმამ გამონახა გამოსავალი იმ მოთამაშეებისთვის, ვისთვისაც სულერთი არაა გარემო, მასზე მოვლა და გარემო მათთვის ფასეულია.
კითხვა - დაასახელეთ ეს ,,გამოგონება" ?
პასუხი : ბურთებს ამზადებდნენ წყალში ხსნადი ნივთიერებისგან და თევზები მიირთმევდნენ.

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ათასცხრასსამოცდაათიან წლებში შვედეთში, სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტში მუშაობდა ვინმე
((სახელს და გვარს არა აქვს მნიშვლნელობა)), რომელსაც შეეძლო ყეფა, ძაღლების ჯიშების მიხედვით. მისი მოვალეობა იყო
ევლო ქუჩებში და ეყეფა. ამით იგი სხვა ძაღლებს იზვევდა საყეფრად.
კითხვა - რა იყო მისი სამუშაოს მიზანი?
პასუხი : გადასახადი  იყო ძაღლების ყოლაზე. და მასე ამოწმებდნენ ხოლმე დაბეგვრადი ძაღლების ოდენობას.

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ფეოდალურ ჩინეთში იყო ასეთი შურისძიების წესი: ადამიანის თვითმკვლელობა.
გაბრაზებული და ადანიანი თავს იკლავდა ერთ კონკრეტულ ადგილზე, და სჯეროდა
რომ მისი სული იქ დარჩებოდა და შურს იძიებდა.
კითხვა - სად იკლავდა თავს ძველი ჩინელი?
პასუხი : შურისძიების ობიექტის სახლთან პირდაპირ ეზოში

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

მას საკუთარი დომენი გააჩნია. მეორე რანგის დომენი ეძლევათ სახელმწიფო
ორგანიზაციებს, რომლებიც რაიმე სახის საქმიანობით არიან დაკავშირებულნი მასთან.
კითხვა - დაწერეთ დომენი.
პასუხი : aq ანტარქტიდა

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

როგორც ცნობილია საბჭოთა რესპუბლიკებს ყველას საკუთარი ღერბი ჰქონდათ.
ღერბი ჰქონდა აგრეთვე საბჭოთა ლატვიას. მაგრამ მისი დახატვის თუ შედგენის
დროს მხატვარებმა ერთი პატარა შეცდომა დაუშვეს, რაც თუ ღებზე დავაკვირდებით
რეგრესის გამომხატველი იყო.

კითხვა - იპოვეთ ეს შეცდომა და ახსენით.
პასუხი : მზე აღმოსავლეთიდან ამოდის. ამდენად წესით,
ლატვიაში მზის ამოსვლა ზღვაზე ვერაფრით ვერ უნდა დაინახონ, ბალტიის ზღვა არის ლატვიაში დასავლეთით და ასე
რომ ბალტიის ზღვიდან მზე ვერაფრით ვერ ამოვა

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

მისი ცხოვრება ლეგენდად იქცა. იგი დაუზარებლად ჰყვებოდა ევროპაში, სასახლეში გატარებულ ბავშვობაზე,
მამაზე - ცხენებისა და გოლფის მოყვარულ ფლეიბოიზე და დედაზე, მთელ დროს მიღებესა და ფეშენებელურ კურორტებზე ატარებდა . . . . გრაფების შთამომავალმა შესანიშნავი განათლება მიიღო, მაგრამ ოცდაათიან წლებში
მათი ოჯახი გაკოტრდა და იგი იძულებული გახდა ამერიკაში გადასახლებულიყო. მსოფლიომ დაიჯერა მისი
მოანაყოლი. კირკიტა ჟურნალისტებმა მხოლოდ ოთხმოციან წლებში გამოქექეს სიმართლე: იგი მართლაც გახლდათ ზღაპრის პერსონაჟი, მაგრამ იგი ფერია კი არა კონკია იყო.
კითხვა - ვისზეა საუბარი?

პასუხი :  Estée Lauder

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

მისი მსოფლიო წარმოების 80 % აზიის ერთ-ერთ ქვეყანაშზე მოდის, ხოლო მსოფლიო წარმოების 60 % ერთ ქალაქში. ადრე მის საწარმოებლად ბავშვთა შრომაც ყოფილა გამოყენებული, მაგრამ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო ამასთან ბრძლოლა. კერძოდ იუნისეფმა
პასუხი : ბურთი

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

2005 წელს სონი მბჯ გამოუშვა მუსიკალური ალბომი. ალბომის გაფორმება იყო მეტად ორიგინალური.
მაგრამ რამოდენიმე სუპარმარკეტმა განიცადა ვერ ვიტყვით ზარალი, მაგრამ დანაკლისი ამ ალბომის
რეალიზაციის შემდეგ. მეორე პარტიოაში უკვე სხვა გაფორმებით იყო დისკები წარმოებული და მათი
გაყიდვა ჩვეულებრივ ფასში ხდებოდა.
კითხვა - რა ეხატა, რით იყო გაფორმებული ეს დისკი?
პასუხი : დიდი შტრიხ-კოდი

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში საინტერესო სახლი. სახლი ეკუთვნის ვინჩესტერების შთამომავალს.
იმის შიშით, რომ იმ ხალხის წყევლა და იმ სულების პარპაში და ბოდიალი აერიდებინა მის სახლში
((მან იფიქრა, რომ ამ სულებს მისი მონახულება მოუნბდებოდათ)) სახლი დააპროექტა მეტად საინტერესოდ.
კითხვა - როგორ?
პასუხი : სახლში ლაბირინთივითაა შესვლის მერე გამოსვლა ძალიან ძნელია

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

,,ამას" მეოცე საუკუნის შუა ხანებში პატარა ჩავარდნა ჰქონდა. მაგრამ მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა
ტელეკომპანიამ მისი ტრანსლირება დაიწყო, იმ მიზნით რათა ფერადი ტელევიზიის უპირატესობა
ეჩვენებინა მის მიმართ ინტერესი კვლავ გაიზარდა, გარდა ამისა ფერადი ტელევიზიის რეკლამისთვის და უპირატესობისთვის ,,ამაზე" კარგს ვერც ნახავდნენ და ზუსტად მიზანში გაარტყეს.
კითხვა - რის შესახებაა საუბარი?
პასუხი : ბილიარდი
მწვანე მაგიდა, ფერადი ბურთები – სნუკერი

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

რისი რეკლმაა ?

პასუხი :



 ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

,,მცირეწლოვანი ვაჟიშვილი გიწვევთ უდროოდ გარდაცვლილი დედის ,,===================" გასვენებაზე,
რომელიც შედგება დღეს, 26 მაისს, 4 საათზე, მიხეილის საავადმყოფოდან. დაკრძალვა რომაულ-კათოლიკურ სასაფლაოზე". ეს წერილი გამოქვეყნებულია 1901 წლის 26 მაისს.
კითხვა - ვინ იყო ამ პატარა ბიჭის დედა?
პასუხი :  დაგნი პშიბიშევსკაია

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ერთხელ ნიუ-იორკში ჩატარდა ანტინარკოტიკული აქცია სკოლებში. ამისათვის ფანქრებზე დააწერეს
,,მე ძალიან მაგარი ვარ იმისათვის, რომ გავხდე ნარკომანი", მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს პატარა
დეტალი, რაც ამ ანტინარკოტიკულ ფრაზას ნაკროტიკებისა მხარდამჭერ ფრაზად გადააქცევდა.
კითხვა - როგორ ?
პასუხი : გათლის ან დაწერის შემდეგ რჩებოდა ტექსტი ,,გავხდე ნარკომანი"

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

რომელი ფირმის ლოგოა ?


პასუხი :



++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ათასცხრაასორმოცდაათიანწლებში იგი გახდა CCCP თასის მფლობელი ჰოკეიში. და ბრინჯაოს პრიზიორი ჩემპიონატში. იგი უკვე საბჭოთა ჰოკეის ნაკრებშიც აჰყავდათ, მაგრამ მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო. იგი უფრო სხვა სფეროშია ცნობილი.
კითხვა - ვისზეა საუბარი?
პასუხი : ლევ იაშინი

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

მოგეხსენებათ ტურისტების ბუნება, სადაც არიან ჩასულები რაიმე სუვენირი
უნდა წამოიღონ სახსოვრად იმ ადგილიდან. ოდაა ასე მოაქვთ ტურისტებს ათენის
პანთეონიდან მარმარილოს ნატეხები. ამით შეწუხდა ათენის ხელმძღვანელობა.
კითხვა - რა თანამდებობა გაჩნდა ამ პრობლემის შემდეგ ?
პასუხი : ლიპა მარმარილოს მიმომფანტველი

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ერთხელ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მეფემ გადაწყვიტა პირადად ჩაეტარებინა
ექსპერიმენტი იმის შესახებ, თუ რომელი უფრო მავნეა - ჩაი თუ ყავა. ამისათვის
აარჩიეს სიკვდილმისჯილი ტყუპები. ერთს ერთი დღის განმავლობაში ასმევდნენ
სამ დიდ ჭიქა ყავას, ხოლო მეორეს შესაბამისად ამდენივე და ამ რაოდენობის ჩაის.
კითხვა - რომელი გადრაიცვალა პირველი ?
პასუხი : მეფე, იგი მოკლეს, ხოლო ტყუპებიდან ყველაზე მალე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ის, რომელიც ჩაის სვამდა

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისში სამეფო კარზე არსებობდა თანამდებობა,
რომელსაც ევალებოდა ამის გახსნა. სხვას, ვინც დაუკითხავად და საკუთარი ინიციატივით
გახსნიდა მას სიკვდილით დასჯა უმუქრებოდა.
კითხვა - რის გახსნაზეა საუბარი?
პასუხი : ბოთლში მოთავსებული წერილი, რომელსაც ზღვა გამორიყავდა

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

საფოსტო მტრედები უკვე იშვიათად გამოიყენება დანიშნულების მიხედვით.
მაგრამ შორელ ინგლისსა და საფრანგეთში მათ იყენებენ კლინიკები და საავადმყოფოები,
რათა სისხლის სინჯები სწრაფად გაცვალონ ერთმანეთში.
კითხვა - რისთვის იყენებენ ამ ფრინველებს ავღანეთსა და პაკისტანში?
პასუხი : ჰეროინის გადასაზიდათ

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ათასცხრაასოთხმოციან წლებში კანადაში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა, ფაქტი. ამ მოვლენას
რა თქმა უნდა გამოხმაურება და სათანადო ცვლილება მოჰყვა ავიაციაში. მაგრამ სანამ მას მოლომდე
აითვისებდნენ, პატარა შეცდომა მოუხდათ და ბოინგ 767-ს 12000 მეტრ სიმაღლეზე დაუმთავრდა საწვავი,
და ძრავები გაჩერდა. მაგრამ პილოტების დამსახურების წყალობით მათ საავიაციო ბაზაზე მაინც მოახერხეს
თვითმფრინავის დასმა.
კითხვა - რა ცვილებამ გამოიწვია ეს?
პასუხი : მეტრიკულ სისტემაზე გადასვლა.

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ხუანმა ((პირობითი სახელია)) უარი თქვა მამის ძებნაზე . . . რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როცა თვით დედაშენმაც არ იცის, ვინ არის შენი მამა, მაგრამ ცხოვრება ტრაგედიად არაფრის ((და არავის)) გამო არ უნდა აქციო. საბრალო ხუანი ((პირობითი სახელია)), ჯერ სად არის - მალე გაიგებს, რომ ის, ვინც დედა ეგონა, სინამდვილეში სულაც არ ყოფილა დედა. ის ქალი კი, რომელსაც დად თვლიდა, თურმე . . . კითხვა - ვინაა სინამდვილეში ხუანი?
პასუხი : ჯეკ ნიკოლსონი

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

გერმანიის ერთ-ერთი ქალაქი მუზეუმში, როდესაც დამთვალიერებელი მიდის
მას ჩუქნიან ე.წ ,,ატკრიტკას" ანუ ღია ბარათს, და სთხოვენ, რომ როდესაც იგი
დაბრუნდება მის სახლში გამოუგზავნოს მუზეუმს უკან ეს ღია ბარათი. აღსანიშნავია,
რომ ღია ბარათი ყველა ერთნაირია ანუ ერთი და იგივე ნახატით.
კითხვა - რისი მუზეუმია ?
პასუხი : მარკების

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაეცვა
ინგლისის ბაზარი დაბალი ხარისხის უცხოური საქონლისგან. პირველად მან შემოიღო
აუცილებელი მარკირება ერთ-ერთი ქვეყნის საქონელზე ,, = = = = = = = = = == = = = ".
მაგრამ უკვე ათასცხრაასოციან წლებში მარკირება გახდა ხარისხის ნიშანი.
კითხვა - რა წარწერაზე, მარკირებაზეა საუბარი?
პასუხი : made in germany

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

სხვადასხვა ენებში ეს ორი სიტყვა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, და არა მერტო ხმოვანებით,
არამედ შინაარსითაც. ეს არ აიხსნება იმით, რომ ამ ენებს ერთნაირი ძირი და წარმომავლობა აქვთ,
არამედ სხვა რამით.
კითხვა - დაასახელეთ ეს ორი სიტყვა და ის მიზეზიც რის გამოც ჰგვანან ერთმანეთს?
პასუხი : დედა და მამა ((ეს აიხსნება იმით, რომ ბავშვების პირველი სიტყვები და ფრაზები ძალიან ჰგავს ამ სიტყვებს))

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ორიათასიან წლებში ცნობილი მოკრივე, კაი დამრტყმელი,
ყურის მჭამელი მაიკლ ტაისონი ხვდებოდა ერთ-ერთ მოკრივეს.
მან იგი მატჩის დროს სამჯერ გაგზავნა ნოკდაუნში.
კითხვა - როგორ გამოიყენა წაგებულმა ეს ნოკდაუნები?
პასუხი :  სარეკლამო მიზნით ((ფეხსაცმელებზე ჰქონდა ერთ-ერთი კომპანიის ლოგო, წარწერა))

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++



,,ეს არის მადლობის ნიშანი იმის შვების გამო, რომ მე ამ წელს არაფერი არ დამიბეჭდავს" -
ეს სიტყვები ითქვა ათასცხრაასოციან წლებში, ერთ-ერთი მწერლის მიერ
კითხვა - რატომ თქვა მან ეს?
პასუხი : ბერნარდ შოუ

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ათასცრხრაასოცდათიან წლებში ორმა ამერიკელმა ნიუ-იორკიდან
ლოს-ანჟელესამდე და უკან გაიარეს მანქნაით, დაახლოებით 11
ათასი კილომეტრი. რა იყო ამ ფაქტში საინტერესო?
პასუხი : უკანასვლით იარეს

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

- არაუშავს პატარავ, - ამშვიდებდა მას პროდიუსერი - მარლენ დიტრიხისა და ედიტ პიაფის ხმით არ დაიკარგები, შენ დამიჯერე ! შენ უბრალოდ ჰიტი გჭირდება!
- შეწყვიტე, რა ! ნუღარ მადარებ მათ, - იყვირა მან, - მე ამ ორზე ნაკლები არაფრით ვარ ! ამას შენც დაგიმტიცებ და სხვა დანარჩენებსაც !
ცოტა ხნით ადრე === . . . . ფეხები მოეკვეთა, ადგილზე გაქვავდა და . . . სკამზე კი არ დაჯდა, დაეხეთქა ! არ გეგონოთ გულის შეტევა დაემართა ! არა ! უბრალოდ სცენაზე იგი გამოჩნდა და ლაიზა მინელის სიმღერას მასზე ნაკლებად არ ასრულებს ! ნაკლებად კი არა, შეიძლებ ლაიზაზე უკეთესადაც !
კითხვა - ვისზეა საუბარი ?
პასუხი : პატრისია კაასი

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

მას ლამაზი არ ეთქმოდა და არც აღნაგობა ჰქონდა სრულყოფილი,
მაგრამ მისი უშუალობა და ხიბლი ხალხის გულს იპყრობდა.
მისი სასაცილო ჩაცმულობა და საშინელი ვარცხნილობა ხუმრობის თემა ხშირად გამხდარა,
თუმცა მისი ჯადოსნური ხმა და უზარმაზარი ტალანტი ყველაფერს ფარავდა!
ქუჩის მეძავად გახდომისგან იგი ერთ-ერთ ვარიეტეში ჩატარებულმა კონკურსმა იხსნა.
მაშინ იგი მომღერლობაზე კი არა, მოცეკვავეობაზე ოცნებობდა.
როდესაც სცენაზე მისი გამოსხვლის ჯერი დადგა, ისე აღელდა და დაიბნა,
რომ ცეკვა ვერ შეძლო და მისდა მოულოდნელად . . . . პოპულარული სიმღერა შეასრულა.
კითხვა - ვინაა, ვისზეა საუბარი?
პასუხი : ელა ფიცჯერალდი

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ძველ რომში არსებობდა სპეცილური ბრინჟაოს მონეტები, რომლებიც,
მხოლოდ ერთი მომსახურების საფასურუსთვის გამოიყენებოდა.
ამ მენეტებზე იყო გამოსახული ,,ის რაღაც", რისთვისაც გადაიხდებოდა.
კითხვა - რა მომსახურება იყო ეს?
პასუხი : სექსისთვის

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

გაზაგხული დადგა, მზემაც გამოანათა, დათბა და იგი უფრო ნათლად გამოჩნდა.
ბევრს იგი უხდება, მაგრამ უმეტესეობა მას მაინც ებრძვის.
ბრძოლის დაწყებას კი მარტში გირჩევთ.
კითხვა - რას ევრძვიან?
პასუხი : ჭორფლი

Популярные сообщения из этого блога

საბჭოთა მოზაიკა საქართველოში 3 ((Soviet mosaic in Georgia)) ((Советская мозаика в Грузии))

საბჭოთა მოზაიკა საქართველოში 5 ((Soviet mosaic in Georgia)) ((Советская мозаика в Грузии))

საბჭოთა მოზაიკა საქართველოში 4 ((Soviet mosaic in Georgia)) ((Советская мозаика в Грузии))