რას ? სად ? როდის ? ((-2-))

ერთმა რუსმა ბიზნესმენმა 1990 წლების ბოლოს,
შვეიცარიიდან გადმოიტანა უცნაური ტვირთის
დიდი პარტია. ეს იყო მინის ქილებში
მოთავსებული შვეიცარიის ჰაერი.
კითხვა - რატომ იყოს ეს უცნაური ტვირთი თუ
ამის სხვა მაგალითებიც არსებობს?
პასუხი : მინის ქილების იმპორტი უნდოდა

=======================================================

როდესაც ინდოელი მეცნიერები მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფილოსოსფისს ფაკულტეტს ეწვივნენ, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,
როდესაც შეიტყვეს, რომ ფაკულტეტზე იყო ესთეტიკის, ლოგიკის, ფილოსოფიის
ისტორიის კათედრები და არ იყო ,,= = = = = = = = = = " კათედრა, რომლის გარეშეც,
მათი აზრით, ფილოსოფიის მეცნიერება წარმოუდგენელია.
კითხვა - რის კათედრის არ ქონა გაიკვირვეს მათ?
პასუხი : სიყვარული
=======================================================

მოხუცს ჰკითხეს: ქალი გირჩევნია თუ გოზინაყიო.
კითხვა - რა უპასუხა მოხუცმა.
ზუსტი ფორმულირება.
პასუხი : სადღა მაქ გოზინაყის კბილებიო

=======================================================

როდესაც კოდალები ბუდეს ნაძვის ხის ფუღუროში იკეთებენ,
გამუდმებით ჩიჩქნიან მის მერქანს. ამას ისინი თავდაცვის მიზნით აკეთებენ.
კითხვა - ახსენით როგორ?
პასუხი : ამოჩიჩქნილი მერქნიდან გამოსული სითხე, ანუ ნაძვის წებოა
თუ რაც არის, ხელს უშლის მტაცებელს ხეზე ასვლაში

=======================================================

ადამიანებმა იციან საკუთარი თავის ფასი, ეს ფასი კი ყოველთვის მეტია, ვიდრე მათი ,,= = = = = = = = = "
პასუხი : ხელფასი

=======================================================

ფაშისტებს ცოფის მოსპობა სურდათ და ევროპაში
სადაც კი ხელი მოუწვდებოდათ, ყველგან გაწყვიტეს
მაწანწალა ძაღლები. მაგრამ მაინც ვერაფერს გახდნენ.
კითხვა - რატომ?
პასუხი : მელა

=======================================================

"ცა გამოისახება თქვენი ავტომობილის ,,კაპოტზე"" - ასე ჟღერდა ამ მანქანის სარეკლამო სლოგანი.
და მართლაც, ბევრი ავტომობილი წარმოშობით ციდან არიან. და ისინი ამას არც ივიწყებენ - ემბლემებზე
აუცილებლად აქვთ ცის რაიმე ნიშანი დარჩენილი. ახლა კი ამდენი შესავლის მერე თქვენ უნდა დამისახელოთ ავტომობილი, რომლის ემბლემაზეც ერთი ქვეყნის, ერთ-ერთი მხარის ღერბის ფერებია გამოყენებული
პასუხი : BMW

=======================================================

კუნძულ ოსიმის მუნიციპალური ხელისუფლება იძულებული შეიქმნა,
ადგილობრივი ვულკანისთვის მარალი დამცავი ღომე შემოევლოთ.
კითხვა - რა მიზნით?
პასუხი : თავს იკლავდნენ ადამიანები

=======================================================

მშიშარას არ შეუძლია ,,= = = = = = = = = " გამოვლენა, ეს მამაცის პრეროგატივაა.
პასუხი : სიყვარულის

=======================================================

თუკი ძრავის გამორთვის შემდეგ მანქანა მაინც აგრძელებს სვლას, ე. ი ,,= = = = = = = = = = = = = = = = "
პასუხი : ბუქსირით სხვა მანქანას მიყავს, ე.ი ბუქსირის ახსნა დაგავიწყდათ

=======================================================

მას აქვს ხუთი ტატუირება სხეულზე, უსმენს სკანდალურ ,,სექს პისტოლზს",
ინტერვიუებს მხოლოდ ლუდის ბარებში იძლევა, კინოფესტივალებიდან
მხოლოდ ,,სანდენსის" ფესტივალს აღიარებს; მისი სარეჟისორო დებიუტი
თემატიკის სითამამის გამო აკრძალეს ამერიკაში.
კითხვა - ვისზეა საუბარი?
პასუხი : ტიმ როტი

=======================================================

თუ გინდა ,,= = = = = = = " გააცინო, მოუყევი მას შენი გეგმების შესახებ.
პასუხი : ღმერთი
=======================================================

ეგვიპტეში იყვნენ განსაკუთრებული კასტის ქურუმები,
რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ პირამიდების
მშენებლობაში - ახორციელებდნენ მშენებარე ობიექტის
ხარისხის კონტროლს.
კითხვა - რის საშუალებით აფიქსირებდნენ ტექნიკური პირობის დარღვევას.
პასუხი :  მგონი თავიანთი თმა თუ გაეტეოდა ქვებს შორის არ ვარგოდა?

=======================================================

ჩვეულებრივ, სასურველი მიზნისკენ, ადამიანები
მკერდით წინ მიიწევენ. მაგრამ, ერთხელ ნაკლებად
ცნობილი ამერიკელი სტუდენტი მიზნისკენ
ზურგით შეტრიალდა და შევიდა ისტორიაში.
კითხვა - როგორ?
პასუხი : სიმაღლეზე ხტომებსი ადრე როგორც ვიცი წინიდან ხტებოდნენ ხოლო შემდეგ კი ზურგიდან

=======================================================

უილ სმიტმა ამ ფილმში, ამ როლზე მონაწილეობაზე უარი
მხოლოდ იმიტომ განაცხადა, რომ სცენარი გაუგებრად
მოეჩვენა და წაკითხვა დაეზარა.
კითხვა - ან ფილმი ან როლი.
პასუხი : მატრიცა

=======================================================

,,= = = = = = = = = = = = " ერთი პუნქტიდან მეორემდე ყველაზე გრძელი გზაა.
ჩასვით.
პასუხი : დიპლომატია

=======================================================

ტიბეტელ დიდუბულ ქალბატონს ყოველთვის თან ახლდა
ქალიშვილების ამალა. სტუმრად ყოფნისას ქალიშვილები,
აკეთებდნენს ისეთ რამეს, რითაც დიდებული ქალბატონის
სიმდიდრის დემონსტრირებას ახდენდნენ.
კითხვა - რას აკეთებდნენ?
პასუხი : კაბებს იცვლიდნენ, თან ხშირ-ხშირად

=======================================================

ფრანგული კომიქსების გმირი - ასტერიქსი,
დიდი კომბინატორი - ოსტაპ ბენდერი,
ცნობილი გამომძიებელი - შერლოკ ჰოლმსი,
საქსონიელი დიდებული - ათელსტან კონინგსბურგელი.
კითხვა - საერთო რა აქვთ ამათ?
პასუხი : ნაწარმოებებში, ყველა მათგანი კვდებოდა,
მაგრამ მერე პოპულარობისდა გამო, ავტორები
აცოცხლებდნენ ამ გმირებს

=======================================================

ლონდონის ცენტრალური ფოსტის შენობაზე,
იქ სადაც სატელეფონო განყოფილებაა, შესასვლელში
გაკეთებულია წარწერა: ,,ნუ დაწერთ წერილებს.
დარეკეთ ტელეფონით, ამით თქვენ აიცილებთ = = = = = =.
კითხვა - რას აიცილებენ დარეკვით?
პასუხი : ორთოგრაფიულ შეცდომებს

=======================================================

ფრანგები ამას თურმე სულ უფრო ნაკლებად აკეთებენ. სტატისტიკის
თანახმად მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ამას საშუალოდ 18 წუთს,
ხოლო ახლა მხოლოდ 6 წუთს უთმობენ დროს. ქალაქ მიულიზის მცხოვრებმა
ამის მთელი კლასიფიკაცია შეიმუშავა, რომელშიც კერძოდ არის: ,,გორილის",
,,ვარსკვლავთ დამჭერი", ,,ნიჩბის" და ა.შ მან ამის გამოსასწორებლად საფრანგეთში
პირველი კლუბიც კი დააარსა.
კითხვა - რის შესახებაა საუბარი.
პასუხი : სიცილი

=======================================================

მათთვის ვისაც არ უყვარს სტუმრის მიღება, აშშ-ში გამოიცა წიგნი სახელწოდებით: ,,რა გამოვაცხოთ მათთვის, ვისი სტუმრობაც
არ გინდათ მომავალში". სახელწოდების მიუხედავად სულ სხვა რჩევით მთავრდება წიგნი.
კითხვა - რა რჩევით მთავრდება წიგნი?
პასუხი : არ მიიღოთ მიპატიჟება, მათგან ვინც ერთხელ მაინც იყო სტუმრად თქვენთან
=======================================================

ხანში შესული მამაკაცის გულში ლამაზი ქალის დანახვა,
იმედის ნაცვლად ,,= = = = = = = = = = = "აღვიძებს.
კითხვა - რას აღვიძებს?
პასუხი :  მოგონებებს

=======================================================

მოთხრობა - ,,= = = = = = = " ჩეხი მწერლის კარელ ჩაპეკის დაწერილია.
კითხვა - თუ გამოიცნობთ მოთხრობას მაშინ არ გაგიჟირდებათ დაასახელოთ
ფრანტიკეშ პუდილისა და ვაცლავ ლისიცკის შესატყვისი ქართული პერსონაჟები.
პასუხი : დურუ ხუნჭუა და ღინტუ

=======================================================

მეგობრებთან ოჯახში სტუმრად მისული უმა თურმანი
სისტემატიურად იპარავ(და)ს ფერად ფანქრებს. როდესაც
მან მერილ სტრიპის სახლში სტუმრობისასაც შეასრულა
ტრადიციად ქცეული ,,რიტუალი", ამ უკანასკნელმა მას რაღაც აჩუქა.კიტხვა - რა აჩუქა?
პასუხი : სამხატვრო კურსების მისამართიი

=======================================================

თანამდებობას არავითარი ხიბლი არა აქვს, = = = = = = = თუ არ გამოიყენე.
პასუხი : ბოროტად

=======================================================

,,= = = = = = = = = = = = = = = " ვრცელ აღწერას აქ არ შევუდგები.
არის საგნები, რომელიც კაცმა თავისი თვალით უნდა ნახოს,
სიტუაციები, რომელიც უნდა განიცადოს, სიტყვით და ფუნჯით
მათი გადმოცემა შეუძლებელია.
ჩასვით გამოტოვებული სიტყვა.
პასუხი : საქართველო

=======================================================

რომის სენატში ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ
ყოფილი კონსულებიდან ირჩევდნენ ორ ადამიანს,
რომლებსაც ევალებოდათ სენატორების სიის შემოწმება
და იქიდან უღირსი კანდიდატების ამოღება და ახლების შეყვანა.
კითხვა - რა ეწოდებოდათ ამ ადამიანებს?
პასუხი : ცენზორი

=======================================================

ჰყვებიან, რომ თეატრში მომუშავე მხატვარი ალექსანდრე შიტლერი სპექტაკლისთვის
საჭირო დეკორაციების ესკიზის შექმნისას, ნახატის კუთხეში პატარა, მწვანე ძაღლის გ
ამოსახულებას ბეჭდავდა. სამხატვრო საბჭოს, ძაღლი თვალში არ მოსდიოდა და მხატვარს
მისი წაშლა უხდებოდა. მაგრამ ძაღლის ეს გამოსახულება მის ფუნქციას მაინც ასრულებდა.
კითხვა - რატომ ხატავდა ჯიუტად ყოველთვის ამ ძაღლს და რა ფუნქციას ასრულებდა ეს ძაღლი?
პასუხი : იმდენად იღლებოდნენ ამ ძაღლზე ჩხუბით რომ სხვა შენიშვნებს აღარ ეუბნებოდნენ

=======================================================


მეცამეტე საუკუნის უდიდესი ხელნაწერი. მან მრავალი ხელისუფალის ხელში გაიარა, თუმცა წარმატება არავისთვის მოუტანია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მის დაწერას დაახლოებით 30-35 წელი დასჭირდებოდა. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ თითქოს მის დაწერაში სხვადასხვა ადამიანის ხელი ერია, თუმცა კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მის შექმნაში ერთი ადამიანი მონაწილეობდა. მის ერთ-ერთ გვერდზე არის ,,= = = = = = =" ყველაზე ცნობილი ფოტო შექმნილი იმ პერიოდისათვის. სხვათაშორის მისი სახელიც ურევია წიგნის დასახელებაში.
კითხვა - დაასახელეთ ეს წიგნი.
პასუხი : გიგას კოდექსი


=======================================================

შუა საუკუნეების ევროპაში ალყაშემორტყმულ ციხესიამგრეებში მძიმე ლოდების,
გარდა მეციხოვნეთა სულისკვეთების გასატეხად დატყვევებულ მებრძოლთა
მოჭრილ თავებს ისროფდნენ. ამის გარდა ისროდნენ ისეთ რამესაც რაც მთელ მოსახლეობას უქმნიდა საფრთხეს.
კითხვა - კიდევ რას ისროდნენ?
პასუხი : დაავადებულ ცხოველებს.

=======================================================

,,= = = = = = = = = = = = = " ბრიჯის პარტია ჰგავს, სადაც უკლებლივ ყველა
თვალთმაქცობს: კაცები რათა მოიგონ, ქალები რათა არ წააგონ.
ჩასვით.
პასუხი : სიყვარული

######################################################################

,,სიტყვასა და საქმეს შორის, სამწუხაროდ ,,= = = = = = = " შორი.
პასუხი : გზაა

######################################################################

2002 წელს ჩატარდა მოვლენა. ეს მოვლენა ბრაზილიაში დილის
რვა საათზე უჩვენეს.ხოლო ამის გამო წირვაც კი გადაიდო ბრაზილიაში.
კითხვა - რა მოვლენაზეა საუბარი?
პასუხი : მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში

######################################################################

,,მოედანზე სათამაშოდ გამოვდიოდი და ,,მუშაობას" მაიძულებდნენ. მართალი გითხრათ სპორტთან მიმართებაში ამ სიტყვას ვერ ვიტანდი. როგორც ცხოვრებაში, ასევე სპორტში არსებობენ ,,არტისტები" და ,,ხელოსნები". რატომ უნდა გადააადგილოს ,,არტისტმა" სცენაზე დეკორაციები? მის საქმე ხომ თამაშია !". გამოდის, რომ ნაკრებს ,,არტისტები" არ სჭირდებოდა.
კითხვა - ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?
პასუხი : მიხეილ მესხი

######################################################################

შუა საუკუნეებში ევროპაში არსებობდა ლეგენდა, რომ ეშმაკი, ადამიანებს
ჯადოქრობას ასწავლიდა , ,,სწავლების კურსების" დამთავრების შემდეგ ა
იძულებდა მათ, გაქცეულიყვნენ და ვინ ბოლოს გარბოდა, მას ტავისსთან
იტოვებდა. ლეგენდის თანახმად, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მის მოტყუებას ახერხებდნენ.
კითხვა - რის გარეშე რჩებოდნენ ესენი?
პასუხი : საკუთარი ჩრდილის გარეშე რჩებოდნენ

######################################################################

ამ მუსიკოსმა ჩემი ყურადღება არა მისი მუსიკალური შემოქმედებით,
არამედ სულ სხვა რამით მიიქცია. მას ულამაზესი ცოლი ჰყავდა.
გარდა ამისა მისი ფსევდონიმი ჰქვია იმ ჯგუფს სადაც თვითონ
მოღვაწეობს. მაგრამ მთავარი რაც არის ისაა, რომ ორ საკულტო და ფილმშია მისი საუნდტრეკი.
კითხვა - ვინაა ეს ?
პასუხი : მერლინ მენსონი

######################################################################

მიკრონეზიის კუნძულების მკვიდრთ მეტად საინტერესო ტრადიცია აქვთ
ავის სულებისგან გზა-კვალის ასაბნებად. ყოველ ახალ წელს ოჯახის წევრები
ერთმანეთს ყურში ჩასჩურჩულებენ რაღაცას, და თან ამ დროს ოჯახის
რომელიმე წევრი დოლზე აბრახუნებს რათა ავმა სულმა არაფერი გაიგოს.
კითხვა - რას ჩასჩურჩულებენ ერთმანეთს ყურში?
პასუხი : ყოველ წელს სახელებს იცვლიდნენ და ამ ახალ სახელს ჩასჩურჩულებდნენ

######################################################################

მოდით დავბასახელოთ ცალკე პლიუსები და ცალკე მინუსები ამ მოვლენის
პლიუსები =
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ემოციები.ეს ემოციები არსად არ მიგაქვს და შენში რჩება.
ირგებ ახალ როლებს ან არაფერსაც არ ირგებ და ხარ ის რაც ხარ.
წარუმატებლობებზე არ ნაღვლობ და არაფერი ცუდი მას არ მოყვება.
მინუსები, რომ დავწერო ადვილი გახდება
დაასახელეთ მოვლენა
პასუხი  : საკურორტო რომანი

######################################################################

შვეიცარიაში არის მეტად
უცნაური გადასახადი დაწესებული, უცნაურობა გამოიხატება იმაში, რომ ამ გადასახადის რაოდენობას
ადამიანი ვერ დაარეგულირებს და კიდევ იმაში, რომ მისი დაანგარიშება თითქმის შეუძლებელია.
აქვე გეტყვით, რომ ეს გადასახადი, რომ საქართველოში იყოს დაწესებული წელს მისი გადახდა
ერთ-ერთ კუთხეს ყველაზე მეტი მოუწევდა. მაშ ასე - რის გადასახადია დაწესებული შვეიცარიაში?
პასუხი : ნალექების რაოდენობის

######################################################################

ვის ეკუთვნის სიტყვები: ,,ილაპარაკე, რათა შენი დანახვა შევძლო"
პასუხი : სოკრატე

######################################################################

რა გახდა საჭირო იმისთვის, რომ მარგარეტ ტეტჩერი მამაკაცთა კლუბ ,,კარლტონს" სწვეოდა?
პასუხი : საპატიო მამაკაცთა" სიაშიც შეიყვანეს

######################################################################

ლენინი ახალი გარდაცვლილი იყო, როდესაც სერგო ორჯონიკიძესა და ვსევოლოდ მოლოტოვს
შორის კამათი გაიმართა. მოლოტოვმა თქვა, - ზინოვიევი ჭეშმარიტი ლენინელი არ არისო,
რამაც ორჯონიკიძე საშინლად აღაშფოთა. ისინი კიროვმა შეარიგა, მაგრამ ორჯონიკიძე
მაინც გაიქცა სტალინთან და ყველაფერი უამბო. კამათს სტალინმა ორი სიტყვით დაუსვა წერტილი.
კითხვა - დაასახელეთ ეს ორი სიტყვა.
პასუხი : მოლოტოვი მართალია

######################################################################

ისტორიას ქალები ქმნიან, მაგრამ ისტორია . . . . . . . . .
პსაუხი : კაცების სახელებს იმახსოვრებს

######################################################################

დაასრულეთ ადიღეური აფორიზმი: ,,ლოთი კაცის ყველა ჯიბე = = = = = = = = = = "
პასუხი : გახვრეტილია

######################################################################

1894 წელს გერმანელმა შოვინისტებმა პანგერმანული კავშირი და წამოაყენეს ლოზუნგი:
,,= = = = = = - პრუსიის სათავეში, პრუსია - გერმანიის სათავეში, გერმანია - მსოფლიოს სათავეში"
კითხვა - ვინ პრუსიის სათავეში?
პასუხი :  მეფე

######################################################################


,,ამის" გაკეთება ჩვენ ძალიან რთულად გამოგვდის,
თუ გამოგვდის ისიც არა ჩვენს სასარგებლოდ. სამაგიეროდ ამ სახელის
გადაცემა გვაქვს.
კიხთხვა - რის შესახებაა საუბარი ?
პასუხი :  გოლი

######################################################################

ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ცოცხალი ორგანიზმების ჯგუფი, რომელიც
დაახლოებით მილიარდი წლის წინ გაჩნდა და თანდათან მიწის და წყლის ეკოსისტემის
განუყოფელი ნაწილი გახდა. არსებობს მოსაზრება, რომ მთელი რიგი თვისებების გამო
ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად
მცენარეულიდან ცხოველურისაკენ.
კითხვა - რაზეა საუბარი?
პასუხი  : სოკო

######################################################################

,მისი მოუსვენარი და მღელვარებისგან დაუცხრომელი ცხოვრება ერთი დიდი
ტრაგედიაა, განსაკვირველი და გსაოცარი" - ვისზე წერდა ასე ილია ჭავჭავაძე?
პასუხი  : მემედ აბაშიძე

######################################################################



ყველაზე ცნობილი მუსიკა ერთ-ერთი ვალსია, დედანი სრულდება გიტარაზე და
იგი ესპანელი მუსიკოსის მიერაა დაწერილი მეცხრამეტე საუკუნეში. ჩვენთვის
იგი ცნობილი გახდა 1994 წელს და მუსიკალური სანაწმოების სახელი ერქვა,
ხოლო 1998 წლიდან მას ჩვენ სულ სხვა სახელით ვიცნობთ.
კითხვა - რა ნაწარმოებია ეს?
პასუხი  :   ნოკიას მელოდია


######################################################################

ერთმა რუმინულმა ფირმამ შეიმუშავა საინტერესო ინოვაცია მათთვის ვისაც უყვარს
ტყუილების თქმა მობილური ტელეფონის მეშვეობით. ამ ფუნქციის მობილურში
ჩართვის შემდეგ ის პიროვნება დიდი ალბათობით ვერ მიხვდება, რომ თქვენ მას ატყუებთ.
კითხვა - რა გამოგონებაა ეს?
პასუხი  :  სხვადასხვა რეჟიმი აქ ამ ტელეფონს რომელიც შეგიძლია ჩართო.
 მაგ: მატარებლის ხმა, ან ტალღების ხმა.

######################################################################

ამ ნაწარმოების ავტორმა რეჟისორს ამ ფილმზე უფლება სულ რაღაც ერთ დოლარად
მიჰყიდა, ვინაიდან იგი მისი მეგობარი იყო. თავდაპირველად ამ ფილმში მთავარ როლზე
მოწვეული იყო ტომ ჰენკსი, მაგრამ მან ვერ მოახერხა თამაში, ვიანიდან იგი ამ დროს
დაკავებული იყო ,,ფორეს-გამპში". თუმცა ტომ ჰენკსმა მაინც ითამაშა ამ რეჟისორის
სხვა არანაკლებ პოპულარულ ფილმში.
კითხვა - რა ფილმზეა საუბარი?
პასუხი  :  ,,გაქცევა შოუშენკიდან"

######################################################################

ეს მუსიკალური ნაწარმოები ავტორმა ნაპოლეონ
ბონაპარტს მიუძღვნა, მაგრამ როგორც კი ნაპოლეონმა
თავი იმპერატორად გამოაცხადა ეს მიძღვნა მოხსნა.
კითხვა - ან ავტორი, ან ნაწარმოები.
პასუხი  :  ბეთჰოვენმა

######################################################################

ეპანეთის მეფე ალფონსს საერთოდ არ ჰქონდა მუსიკალური
სმენა, მას თითქოს სპილომ დააბიჯა ყურზე. ამიტომ სამეფოში
არსებობდა სპეციალური თანამდებობა - მეჰიმნე.
კითხვა - რა შედიოდა მის მოვალეობაში?
პასუხი  :  მეფეს აცნობებდა როდის იწყებოდა სახელმწიფო ჰიმნი, რომ ეგ ყრუ, ფეხზე ამდგარიყო

######################################################################

ერთ-ერთი ინგლისური ფირმის შეკვეთით შეიქმნა მოწყობილობა,
რომელიც 150 გრამს იწონის და მობილურ ტელეფონს ერთ-ორ საათში ტენის.
მაგრამ ამისთვის აუცილებელია ,,ამის არსებობა"
კითხვა - რის არსებობაა აუცილებელი და რა მოწყობილობაა ეს?
პასუხი  :  ქარის არსებობაა აუცილებელი და ქარის ენერგიაზე ტენის

######################################################################

მოკლედ, ეს პოეტი ისეთი პოპულარული იყო მის სამშობლოში, რომ გადაწყვიტეს
მისთვის ძეგლი დადგათ, მაგრამ ერთი საქმეა ძეგლის დადგმა და მეორე ფინანსები.
ამიტომ მათ მეტად გენიალური გამოსავალი მოძებნეს.
კითხვა - რა გამოსავალი?
პასუხი  :  ჩამოფასებული ძეგლი იყიდეს

######################################################################

,,ტელეფოსტა", ,,გვარდიელები" ,,ბანკი",
,,ბიბლიოთეკა" ,,მუზეუმების გაერთიანება"
კითხვა - რისი სახელებია ესენი?
პასუხი  :  ვატიკანის საფეხბურთო კლუბები

######################################################################

ნორვეგიის ლუთერანული ეკლესია გთავზობთ თქვენი სულის მომენტალურ
გაწმენდას. იმისათვის რათა თქვენი სული გაიწმინდოს და გარანტირებულად
სამოთხეში მოხვდეთ საჭიროა მხოლოდ 12 წამი.
კითხვა - რატომ 12 წამი?
პასუხი  :  სპეც ლოცვაა და მის წაკითხვას 12 წამი უნდა

######################################################################

დააკვირდით ქანდაკებებს - თუ ცხენს ოთხივე ფეხი მიწაზე აქვს, ე.ი მისი მხედარი,
მასზე ვინც ზის იგი ბუნებრივი სიკვდლით გარდაიცვალა, თუ ორი წინა ფეხი ჰაერში
აქვს მაშინ მისი მხედარი ბრძოლაში დაიღუპა.
კითხვა - რას ნიშნავს როცა მხოლოდ ერთი ფეხი აქვს ცხენს აწეული?
პასუხი  :   თუ ცალი ფეხი აწეული აქვს, ბრძილაში
დაიჭრა პატრონი და მერე...საწყალი

######################################################################

,,ეს" ბგერა ამ კომპანიის დამაარსებლის საყვარელი ბგერა იყო. ის ეძებდა სიტყვას რომელიც
დაიწყებო და დამთავრდებოდა ამ ბგერით, მითუმეტეს, რომ ის ძალიან დიდი რაოდენობა ანბანში,
დამწერლობაში ერთნაირად იწერება და იკითხება. ბოლო-ბოლო მან აიღო ეს სიტყვა, და მისი აზრით
ეს პროდუქტი სუზტად ასეთ ხმას გამოსცემდა მის უშუალოდ დანიშნულების დროს.
კითხვა - დაასახელეთ ეს ბრენდი.
პასუხი  :  KODAK

######################################################################


აშშ-ში შექმნეს სარეცხი მანქანა. აქ გასაკვირი არაფერი იქნებოდა რომ არა ის თუ რის
სარეცხი მაქნანაა ეს. ეს მანქანა მუშაობს ბატარიებზე, ხოლო იმ პროდუქტს, ნივთს რაც
მასში თავსდება 40 წამში რეცხავს. პრინციპიც იგივეა - მუშაობს წყალზე და სპეციალურ
ხსნარზე, რომელიც ამ ნივთის გასაწმენდადაა განკუთვნილი.
კითხვა - რას რეცხავს ეს მანქანა?
პასუხი  :  სათვალე

######################################################################

ერთი აიპონელი უჩიოდა სასამართლოში მის ყოფილ კომპანიას, რათა იგი
აღედგინათ სამსახურში. და მართლაც მან მოიგო პროცესი და იგი აღადგინეს,
უფრო მეტიც ხელფასიც მოუმატეს და საკუთარი კაბინეტიც გამოუყვეს.
მაგრამ ჰოი საოცრებავ ! ! ! მან ერთი თვის შემდეგ განცხადება დაწერა
და თავისი ნებით დატოვა სამსახური.
კითხვა - რატომ?
პასუხი  :  ან სამუშაოს არ აძლევდნენ და უსაქმურად ყოფნა ამოუვიდა ყელში

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

2001 წელს უელსში განათლების დეპარტამენტის ბრძანებით სკოლიდან დათხოვნილ იქნა
დაწყებითი კლასის მაქწავლებელი ბავშვების ფსიქიკაზე ,,დაარტყმის" მიზეზით. ბავშვებმა როდესაც
გაიგეს სინამდვილე სახლში ცრემლების ღვარღვარით მივიდნენ.
კითხვა - რა სიმართლე გაიგეს ბავშვებმა და რატომ იყო ეს მათი ფსიქიკისთვის დარტყმა?
პასუხი  :  ბავშვებს სანტა კლაუსის არარსებობაში არწმუნებდა

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

წამების ეს სახეობა ძველ ეგვიპტეში მოიგონეს. მისი არსი მდგომარეობს იმაში
რასაც ამ თემაში გარკვეული რაოდენობა ხალხი ისედაც აკეთებს. მაგრამ სხვაობა
ისაა, რომ იქ ეს საერთოდ არზალული ჰქონდათ.
კითხვა -წამების რა სახეობაზეა საუბარი?
პასუხი  :  არ აძინებდნენ

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

ამ კომპანიის დამაარსებელმა კომპანიის სახელი მაშინ მოიფიქრა როდესაც მისი კომპანია იწყებდა
მანქანებისთვის რადიოების გამოშვებას. ხოლო ამ დროს უმეტესობა აუდიო-ვიდეო ტექნიკის
მწარმოებელი ფირმების სახელი ზუსტად ისევე მთავრდებოდა, როგორც ამ კომპანიის ბოლო სამი ასო.
კითხვა - რა კომპანიაა ეს?
პასუხი  :  motorola

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

ასე ჰქვია კუნძულს ხმელთაშუა ზღვაში სადაც პირველად
დაიწყეს პორტში გაჩერებაზე ფულის აკრეფა.
კითხვა - რა სიტყვაა ეს ?
პასუხი  :  ტარიფი

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

ჩინური ანდაზა გვასწავლის ,,ის ვისაც არ შეუძლია ,, = = = = = = = " მან არ უნდა მოჰკიდოს ხელი ვაჭრობას"
ჩასვით.
პასუხი  :  ღიმილი

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

ჩინელები ამტკიცებენ, რომ: მუცელზე წვანან ცოდვილები,
მარცხენა მხარეს მეფეები, მარჯვენა მხარეს ბრძენები.
კითხვა - ვინ წევს ჩინელების აზრით ზურგზე?
პასუხი  :  წმინდანები

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

ამერიკის შტატ კალიფორნიაში ერთ-ერთ ქალაქში ამის გაკეთებისთვის
თქვენ დაჯარიმდებით 500 $ - ით. ამ ინფორმაციაში არაფერი იქნებოდა
საინტერესო, რომ არა ბოლოს ასეთი კითხვა - ნეტავ ეს ჯარიმა ვინ უნდა ამოიღოს?
კითხვა - მაშ რის გამო დაგეკისრებათ ეს 500 $ ჯარიმა?
პასუხი  :  ვინც ატომურ აპეტქებს ქალაქის პარგლებში

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

თუ ისტორიკოსებს ვენდობით ისინი პირველად ჩინეთში გამოჩნდნენ მესამე
საუკუნეში. ყველა ჩინოვნიკს დაევალა ჰქონოდა ისინი , თან წითელი ფერის.
მაშინდელი ესენი თანამედროვეებს თავდაჭერილობას და ზედმეტისგან
თავისშეკავებას ასწავლიდნენ. მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეში ამით
უკვე სარგებლობდნენ ვენეციის და ფლორენციის მკვიდრნნი.
კითხვა - რის შესახებაა საუბარი?
პასუხი  :  სავიზიტო ბარათები

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

რა შეიძლება იყოს ის, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ
გააღოთ ნებისმიერი გული და დაკეტოთ ნებისმიერი პირი.
პასუხი  :  სიტყვა

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

ამ სახელის ამერიკაში არის ოლქი, არის ქალაქები, არის დასახლებები,
ამ სახელის დასახლება გვხვდება სამხრეთ აფრიკაში, კანადაში, ინგლისში. მ
აგრამ ფართო მასებისთვიოს ეს სახელი სულ სხვა რამით არის ცნობილი.
დავამატებ, რომ არსებობს ასეთი გვარიც.
კითხვა - რა სახელზეა საუბარი?
პასუხი  :  მალბორო

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

რა არის დაფარული ?
პასუხი :

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

რა არის დაფარული ?

  პასუხი : 





  ^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

ამ ქალაქს სხვადსხვა დროს სხვადასხვა ხალხი მართავდა. მარგამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე
,######" წელს იგი განადგურებული იქნა. განადგურება რომელიმე კონკრეტული ომის ან ხალხის
გამო არ მომხდარა, მიზეზი სულ სხვა იყო. მაგრამ ასე თუ ისე მაინც გადარჩა და დღეს
დამთვალიერებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ იმ დროინდელი ხალხის ყოველდღიური
ცხოვრების დეტალები, მაგ: ავეჯი, ჭურჭელი და ა.შ. მაგრამ ამ ქალაქის აღმოჩენა სულ სხვა
რამითაც იყო მნიშვნელოვანი.
კითხვა - დაასახელთ ეს ქალაქი?
პასუხი :  ჰერკულანიუმი

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც უკრაინაში ამ სახელწოდების გადაცემა დაიხურა, შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა რომ ამავე სახელწოდების კონცერტი ჩაეტარებინა. ამ დასახელებას და მის ემბლემას სხვადასხვა ავტორები ჰყავს. კონცერტი ტარდებოდა სტადინებზე, გამოდიოდნენ ესტრადის ცნობილი მომღერლები, იმართებოდა კარიკატურების გამოფენები, ფილმების ჩვენებები, გამოდიოდნენ ძველი საპარადო მანქანები. ამ კონცერტების დროს ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა და მთავრობამ რამოდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტა დაეხურა, გაეუქმებინა ეს ღონისძიება, შიშობდნენ, რომ ხალხის მასას ვერ გააკონტროლებდნენ. თუმცა ათწლეულის შემდეგ ეს ღონისძიება მაინც აღდგა, მხოლოდ შედარებით მცირე მაშტბებით. ბოლო მონაცემებით ამ კონცერტებმა 2000-ინაი წლების შუამდე მოაღწია.
კითხვა - ვიცი რომ იცით რა სახელი ჰქვია ამ კონცერტებს და დაასახელეთ მისი სახელი.
პასუხი :  იუმორინა 

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

ეს მსახიობი 1920-იან წლებში დაიბადა. სანამ თეატრალურ წარმოდგენებში მიიღებდა მონაწილეობას, მანამდე იურისპრუდენციას სწავლობდა. მისი კინო დებიუტი შედგა სცენარისტის და მსახიობის რანგში. ჯერ კიდევ ბავშვობაში იგი სახლში მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს. სამოცდაათიანი წლების დასაწყისში მისმა გადაღებულმა ფილმმა აიღო ჯილდო როგორც საუკეთესო დებიუტი ერთ-ერთ პრესტიჟულ კინო კონკურსზე.
კითხვა - დაასახელეთ ეს პიროვნება.
პასუხი :  ნინო მანფრედი

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

ამ ხალხური სიმღერების ჟანრის წამოშობა არის ადგილიდან, რომლის დახელითაც ამ სიმღერებს მოიხსენიებენ. ანუ ადგილს და სიმღერის ჟანრს ერთი ტოპონიმა აქვს. მის აყვავება იწყება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში. მეოცე საუკუნის შუა ნახევარში სიმღერები ცოცხლებიან ერთი ღონისძიების დახმარებით. ხოლო დიდი სასამართლო გარჩევებისა და სკანდალების შემდეგ ახერხებს დაიპყროს პუბლიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ სიმღერების ჟანრის აპოთეოზი არის ძალიან ცნობილი ღონისძიება. სამოციან წლებში, ამ ცნობილი ღონისძიების კრიზისის გამო ეს ჟანრი, სიმღერები თანდათან კარგავენ თავიანთ კავშირს მათ კლასიკურ წინაპრებთან.
კითხვა - დაასახელეთ ეს ჟანრი ან ტოპონიმა ან ღონისძიება.
პასუხი :  ნეაპოლიტანური სიმღერები

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^







დიდი უნგრელი მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. თავის სატირულ რომანში აღწერს უმაღლესი
ფენების პარაზიტულ სამყაროს. მთავარი გმირი უნიჭო ჟურნალისტი ტიპიური წარმომადგენელი იმ
დროინდელი ბოჰემის, კავშირების, ფულის და კურტიზანელი ქალების წყალობით თავბრუდამხვევ
კარიერას აღწევს. ხდება პარლამენტის დეპუტატი, მეცნიერებათა დოქტორი და ბოლოს ბანკირი-მილიონერი.
კითხვა - დაასახელეთ წიგნი. თითქმის ყველაფერი მოვყევი და ადვილია.
პასუხი :  დოქტორი არავინი

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^


წინა საუკუნის მიწურულს ერთ-ერთი ცნობილი იტალური კლუბი თავის
საფირმო მაღაზიებში ყიდდა მეტად უცნაურ საქონელს. იყო სხვადასხვა
დასახელების პროდუქცია. ერთ-ერთს ერქვა: ,,გამარჯვების ესენცია".
კითხვა - რა საქონელს ყიდდა ეს გუნდი?
პასუხი : ჰაერს. სხვებს ერქვათ : ,,ტრიბულების სული" და ,,გასახდელის ატმოსფერო"
გუნდი ფიორენტინა

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

დაარსდა 1912 წელს, 111 ჰექტარზეა გადაჭიმული. რელიეფი მთაგორიანია, ნიადაგი — წითელმიწა, აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა. ამ ტერიტორიაზე არის აგრეთვე ბერიას საზაფხულო რეზიდენცია.
კითხვა - რაზეა საუბარი
პასუხი : მწვანე კონცხის ბოტანილური ბაღი

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

ეს 1975 წელს შეიქმნა. მისი შექმნა ტელეწამყვანს უკავშირდება.
უფრო გავრცელებულია რუსულენოვან ქვეყნებში. იგი ძალიან მალე
გახდა პოპულარული და მისი ორიგინალური ვერსიის გარდა გამოჩნდა სხვა ვერსიაც.
კითხვა - რაზეა საუბარი?
პასუხი : რა ? სად ? როდის ?

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

,,ამის" ბუმის პერიოდში ეს აკრძალული იყო ისრაელში. შაბათი როგორც
ცნობილია მათთვის წმინდა დღეა და ამიტომ არსების გამოკვება,
რაც ამის მიზანია ესეც გარკვეულწილად სამუშაოა.
კითხვა - რა საზეა საუბარი?
პასუხი : ტამაგოჩი

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

2000-იან წლებში მეტად საინტერსო ფაქტი დაფიქსირდა ერთ-ერთ ქვეყანაში.
კერძოდ: პრემიერ-მინისტრის, გენერალ-გუბერნატორის, სპიკერის,
უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს და თვით ქვეყნის მეთაურის პოსტიც
კი რაღაც პერიოდის ქალბატონებს ეკავათ.
კითხვა - დაასახელეთ ქვეყნის მეთაური.
პასუხი : ელიზავეტა მეორე

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

საერთაშორისო საავიაციო სისტემაში ყოველი აეროპორტს აქვს მინიჭებული სამასოიანი კოდი ლათინური ანბანის მიხედვით. რუსეთში მიღებული აქვთ მათი შიდა დამატებითი სამასოიანი კოდური სისტემა, მხოლოდ კირილიცაზე.
კითხვა - თქვენ უნდა დაასახელოთ ერთადერთი ქალაქი მსოფლიოში, რომლის კოდიც ორივე დამწერლობაში ემთხვევა,
და აგრეთვე უნდა დაასახელოთ ორი ქალაქი რომლებიც ხანდახან ერთმანეთში ერევათ.
პასუხი : უფა და კოპენჰაგენი და სარანსკი ...CPH...

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

200$ წელს ეს სახელი ყველაზე პოპულარული ყოფილა ლონდონში
ბიჭებს შორის. ანუ არქმევდნენ. საერთოს ეს სახელი ერთ-ერთი
ყველაზე გავრცელებულია მთელს მსოფლიოში.
კითხვა - სახელი?
პასუხი : მუჰამედი

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

კვენტინ ტარანტინო თავის ბევრ პროექტში თანამშრომლობს რობერტო როდრიგესთან.
,,მოკალი ბილი" ამ ფილმის მუსიკისთვის ტარანტინომ როდრიგესს გადაუხადა 1 $.
ვალში არც როდრიგესი დარჩა და ტარანტონოს, როგორც მოწვეულ რეჟისორს
ფილმისთვის ,,ცოდვების ქალაქი" თვითონაც 1 $ გადაუხადა, მაგრამ დაჰპირდა,
რომ ამის მერე სურიოზულად იქნებოდა ყველაფერი.
კითხვა - რამდენი გადაუხადა შემდეგი ფილმისთვის ტარანტინოს როდროგესმა?
პასუხი : 2 დოლარი

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

ქალაქ უფას დასახელება ბაშკირულ ენაზე გამოიყურება ასე ӨФӨ. ასეთი სტილი საკმაოდ ხშირად გამოიყენება სხვადასხვა რამეში, ხოლო ბაშკირები მას ხუმრობით ორ მეტსახელს ეძახიან.
კითხვა - დაასახელეთ ეს მეტსახელები?
პასუხი : ჭანჭიკების თავები, ტაბლეტები.

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

,,უკუნ ღამეში გამოქვაბულში ზანგების ბრძოლა"
ეს ნახატი ჯერ კიდევ მეოთხედი საუკუნით ადრე დ
ახატა ერთმა ფრანგმა მწერალმა და იუმორისტმა.
კითხვა - რომელი ნახატის წინაპარია ეს ტილო?
პასუხი : შავი კვადრატი

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

ბასტილიის ციხის პატირები არამარტო ადამიანები იყვნენ.
ერთხელ ამ ციხეში მეტად უცნაური პატიმარი მოხვდა.
მას ბრალი ედებოდა, რომ იგი ზიანს აყენებდა რელიგიას
და საზოგადოებრივ მორალს.
კითხვა - დაასახელეთ პატიმარი.
პასუხი : წიგნები

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^

ეს შელოცვა პირველად ერთ-ერთმა ექიმმა აღწერა, რომელიც ძველ რომში ცხოვრობდა. ეს სიტყვა უნდა დაგეწერათ ამულეტზე თერთმეტჯერ, ყოველ ჯერზე თითო ბოლო ასე უნდა მოგეცილებინათ. ასეთი ჩანაწერი ხელს უწყობდა ავის სულების დასუსტებას და ავადმყოფის გამოჯანმრთელებას.
კითხვა - დაასახელეთ ეს შელოცვა.
პასუხი : აბრაკადაბრა

^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^ 

Популярные сообщения из этого блога

საბჭოთა მოზაიკა საქართველოში 3 ((Soviet mosaic in Georgia)) ((Советская мозаика в Грузии))

საბჭოთა მოზაიკა საქართველოში 5 ((Soviet mosaic in Georgia)) ((Советская мозаика в Грузии))

საბჭოთა მოზაიკა საქართველოში 4 ((Soviet mosaic in Georgia)) ((Советская мозаика в Грузии))